Monday, March 31, 2014

გიტარა–Guitar

გიტარა — სიმებიანი საკრავია, რომელიც ძირითადად იკვრება თითებით ან მედიატორით. ძირითადად იგი არსებობს ექვს, შვიდ და თორმეტსიმიანი. ტრადიციულად, გიტარა მზადდება სხვადასხვა ხისაგან, ხოლო სიმები ცხოველების ნაწლავებისაგან. თუმცა სიმების ტრადიცია არ არის შენარჩუნებული, და თანამედროვე სიმები არის ნეილონის და ფოლადის. ზოგიერთი თანამედროვე გიტარა დამზადებულია პოლიკარბონატით. არსებობს გიტარის ძირითადი ორი ოჯახი: აკუსტიკური და ელექტრო. გიტარა ვოკალის თანხლებისთვისაა მოსახერხებელი.


Friday, March 28, 2014

Nothing Else Matters

Nothing Else Matters — ამერიკული მძიმე მეტალ ჯგუფ მეტალიკის სინგლი ალბომიდან Metallica, რომელმაც 1992 წელს მეთერთმეტე ადგილს მიაღწია ბილბორდის ჩარტში ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები და მრავალ ქვეყანაში საუკეთესო ათეულებში მოხვდა.
ჯეიმზმა Nothing Else Matters შესავალი მის მეგობარ გოგონასთან ტელეფონზე საუბრისას დაწერა. სიმღერის ტექსტიც მას ეძღვნება. სანამ ცალი ხელით ყურმილი ეჭირა, მეორეთი გიტარას უკრავდა. საუბრის დასრულების შემდეგ დაუმატა კიდევ გარკვეული შტრიხები.

ჯეიმზი ამბობს: „მე არც კი ვაპირებდი მექცია Nothing Else Matters მეტალიკის სიმღერად, ეს იყო ჩემი სიმღერა, საკუთარ გრძნობებზე, ძალიან პირადული ჯგუფისთვის. ვფიქრობდი, პირველ რიგში, არ მოეწონებოდათ, მეორეც - ეს მეტალიკის სტილი არ არის, უბრალოდ ჩემი სიმღერაა. როგორც ჩანს, ლარსმა მოისმინა და თქვა: ცუდი არაა... მე გავიფიქრე: ჯანდაბა, ახლა რაღა ვქნა...“
სიმღერა გახდა ჰიტი და განსაკუთრებული დამახასიათებელი შტრიხი მეტალიკას კონცერტებისათვის. ესაა მეტალიკის იმ მცირერიცხოვანი სიმღერებიდან ერთ-ერთი, სადაც გიტარის სოლოს ჰემეტის მაგივრად ჰეტფილდი ასრულებს.